ზურაბიშვილი პუტინთან შეხვედრაზე: თუ რამეს დავაპირებ, გაგაგებინებთ

“მე რამეს თუ დავაპირებ, უთუოდ გაგაგებინებთ”, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს 26 სექტემბერს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა.

ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი შეხვედრა იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად