ახლა თავს შევიკავებ მთავრობაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო, დღევანდელ დღეს ეს არ არის საჭირო, მომავალში მოვა ამაზე საუბრის დრო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ეს ნაბიჯი და ეს გამარჯვება, მათ შორის, მინდა, აქცენტი გავაკეთო ახალგაზრდებზე, რადგან მათი დიდი როლი არის ამ წინსვლაში. პრეზიდენტს ჰქონდა დიდი როლი იმაში, რომ მან ევროპელ ლიდერებთან დაამყარა კონტაქტი და ჰქონდა ურთიერთობა. პოლიტიკაში ტემპი არის მთავარი, დღევანდელი ტემპი არის ჩვენი გამარჯვება და წინსვლა ევროპისკენ და ახლა თავს შევიკავებ მთავრობაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო, დღევანდელ დღეს ეს არ არის საჭირო, მომავალში მოვა ამაზე საუბრის დრო“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.