ზურაბიშვილი მედიას: შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ

ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას შეწყალების საკითხზე და მედიის წარმომადგენლებს დაწყნარებისკენ მოუწოდა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე განმარტების მიცემის ვალდებულება არ აქვს.

„დაწყნარდით, რატომ ხართ ასე? მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს, მე ვიცი რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ”,- განაცხადა  სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამ დროსითვის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ გამოფენებს ორბელიანის მოედანზე ესწრება.

შეგახსენებთ, შეწყალების საქმეზე პრეტენზიების ჩამონათვალს კიდევ ერთი დაემატა. გაირკვა, რომ პრეზიდენტმა არა მხოლოდ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები, არამედ 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირისთვის გასამართლებული პირიც შეიწყალა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...