ზურაბიშვილი ლილუაშვილის პრემიერად დანიშვნაზე: მივიღებთ გასუსულ სახელმწიფოს

” ჩვენ გვექნება „კაგებეშნიკების“ მმართველობა“-ამის შესახებ, “რესპუბლიკური” პარტიის წევრმა, დავით ზურაბიშვილმა “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

“რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ ლილუაშვილის დანიშვნით, ქვეყანაში „კაგებეშნიკების“ მმართველობა დამყარდება.

“ლილუაშვილი ეს არის სუს-ი. პრაქტიკულად, ჩვენ გვექნება სუს-ის საქართველო და მივიღებთ გასუსულ სახელმწიფოს. ლილუაშვილი არ არის პოლიტიკური ფიგურა. ლილუაშვილი არის საბჭოთა კავშირის უშიშროების მუშაკი მთელი თავისი მენტალობით. ჩვენ გვექნება „კაგებეშნიკების“ მმართველობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა, სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გიორგი გახარია მარტის დასაწყისში უნდა ჩაანაცლოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად