ზურაბიშვილი: ჯერ არ არის დრო, როდესაც საქართველოში რუსული კულტურის და ენის ცენტრი უნდა გაიხსნას

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ რუსეთი ხშირად ინებებს საკუთარი ინტერესებისთვის მსგავს ცენტრებს და ამის მაგალითებიც ვიცით.

“ის უნდა ვთქვათ პირველ რიგში, რომ საქართველო ყოველთვის იყო კულტურულიად უაღრესად ღია ქვეყანა, და შემწყნარებელი, თუნდაც თავის ყველაზე მძიმე პერიოდში სხვადასხვა შემოტევების დროს. ასე, რომ ეს არის ის ქართული ტრადიცია, რომელიც არსებობს და რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. არის ისტორიული მომენტები, დრო, როცა უნდა იყოს ასეთი შემწყნარებლობა და ასეთი ცენტრების გახსნა და იმედი მაქვს, ასეთი დრო მალე მოვა. მაგრამ ჯერ არის ოკუპაცია, ჯერ არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი და მე მგონი, ყველაფერს აქვს თავისი დრო”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ: რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში 29 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად