ზურაბიშვილი: ივანიშვილი გაჯიუტდა, პოლიტიკური თვითდაზიანებით არის დაკავებული

რაც უფრო დიდხანს გააჩერებს გახარიას “ოცნება” მით უფრო უარესია მათთვის,  – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“ხელისუფლება რაც უფრო დიდხანს გააჩერებს გიორგი გახარია მით უფრო უარესი იქნება მისთვის. მომავალ წელს არჩევნებში ეს მას ნებისმიერ შემთხვევაში დაარტყამს, რაც უფრო დიდხანს ეყოლება მით უფრო მწარედ დაარტყამს. ამიტომ მათივე ინტერესებშია მალევე გადააყენოს გიორგი გახარია. მე პირადად გარდა ბიძინა ივანიშვილის გაჯიუტებისა და ახირებისა ვერანაირ რაციონალურ ლოგიკურ მიზეზს ვერ ვხედავ. მგონია რომ ბიძინა ივანიშვილი გაჯიუტდა, მას თავისი გეგმა აქვს, რეალობას არ ემთხევა ის გეგმა და დაკავებულია პოლიტიკური თვითდაზიანებით”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...