ზურაბიშვილი: ივანიშვილი დარწმუნებულია რომ ქვეყანაში სიტუაცია გაცილებით უკეთესია, ხალხს გზა-კვალს “ნაცმოძრაობა” უბნევს

“ივანიშვილი დარწმუნებულია რომ ქვეყანაში სიტუაცია გაცილებით უკეთესია, ხალხი იმიტომ არ არის კმაყოფილი რომ მას გზა კვალს უბნევს “ნაციონალური მოძრაობა”,-ამის შესახებ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა “კვირის აქცენტებში’ განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია რომ ქვეყანაში სიტუაცია გაცილებით უკეთესია, ხალხი იმიტომ არ არის კმაყოფილი რომ მას გზა კვალს უბნევს “ნაციონალური მოძრაობა” და განსაკუთრებით “რუსთავი ორი”. ამას ფიქრობს ის და ამბობს რომ თუ “რუსთავი 2”-ს გამორთავ, გააჩუმებ, ამით ადამიანები აღმოაჩენენ თუ რა ბედნიერი ცხოვრება აქვთ და რა კარგად ცხოვრობენ.

მას მიაჩნია რომ ბორტების სათავეები ეს განშტოებებია “ტვ პირველი” აჭარის ტელევიზია, ის ასე თვლის. ამ მხრივ ელოდება დიდი იმედგაცრუება. არაფერი არ შეიცვლება მისთვის.”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად