ზურაბიშვილი: გინდოდათ გექნათ როგორც ნაცებს და გამოგივიდათ როგორც ქოცებს გამოგდით ხოლმე

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი ტელეკომპანია “რ2”-თან დაკავშირებით განვიტარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ესე იგი, ასე ყველაფერში უნიჭოები რანაირად ხართ ამ ხელისუფლებაში?

როდესაც წინა ხელისუფლებამ მოახდინა მედიის მონოპოლიზება და 2008 წლის შემდეგ სამი ზოგადეროვნული მასშტაბის არხიდან რომელზეც არ უნდა გადაგერთო, ყველგან ერთი და იგივე სიუჟეტი გადიოდა, სულ რამდენიმე ჟურნალისტი გაემიჯნა ღიად ამ პროცესს.

ახლა კი, ამ ხელისუფლებამ რუსთავი-2-ის წინააღმდეგ იმდენად უშნოდ და ქაჯურად წაიყვანა საქმე, იმდენად თეთრი ძაფებით კერა “ორ კერძო სუბიექტს შორის საკუთრებაზე დავა”, რომ ტელევიზიის ლამის მთელი პერსონალი უსამართლობის წინააღმდეგ უსისხლო ომში გაწვრთნა, გამოაბრძმედა, შეკრა და საბოლოო ჯამში თავისუფალი სიტყვის მებრძოლებად ჩამოაყალიბა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გუნდი დღეს დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში სერიოზული აქტივია.

მოკლედ, გინდოდათ გექნათ როგორც ნაცებს და გამოგივიდათ როგორც ქოცებს გამოგდით ხოლმე.

“ი სლავა ბოგუ”, როგორც თქვენი საყვარელი რუსები იტყვიან წერს დავით ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...