ზურაბიშვილი გია ყანჩელზე: ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო და შემოდგომაზე ჩუმად წასულიყო

ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი FACEBOOK-ზე წერს

“ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო და შემოდგომაზე ჩუმად წასულიყო დიდი კომპოზიტორი …
ჩვენ კი დაგვიტოვა უკვდავი ჰანგები..”,-წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება:

ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა. გია ყანჩელი დღესაც ეწევა აქტიურ შემოქმედებით მუშაობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად