ზურაბიშვილი: გერმანიის პრეზიდენტთან პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში, ეს ტრადიციად უნდა იქცეს

ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში.”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ცენტრალურია, რომ გერმანია ევროპაში პირველი დონორია. ასევე პირველი ჩვენი პარტნიორია ამ კუთხით ევროპული ქვეყნებიდან. ამ ეკონომიკურ ურთიერთობებში ძალიან დიდი პოტენციალია, რომელიც ჯერ კიდევ გამოყენებული არ არის და შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ამის სიმბოლოა ის, რომ ბატონი პრეზიდენტი კახეთს ესტუმრება და ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში. ეს ტრადიციად უნდა იქცეს იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ თბილისზე დამოკიდებული არ არის და დამოკიდებულია ქვეყნის რეგიონებზე და მათ სიმძლავრეზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...