ზურაბიშვილი: დღევანდელი პუტინი აღარ არის იმ დროინდელი პუტინი, ყველაფერი შეიცვალა მსოფლიოში

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ღამის კურიერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“ბევრი წელი გავიდა, დღევანდელი პუტინი აღარ არის იმ დროინდელი პუტინი, ყველაფერი შეიცვალა მსოფლიოში და კიდევ შეიცვლება ამ კოვიდის შემდეგ, ჩვენ შევდივართ სულ სხვა მსოფლიოში.

ვერავინ ვერ იტყვის როგორი იქნება ხვალ რუსეთი, რომელიც განიცდის ძალიან დიდ კრიზისს, ერთის მხრივ, კოვიდის და მეორეს მხრივ ნავთობის, როგორ გაუმკლავდება ამას ყველასთვის უცნობია. თავისი ტრადიციული რეაგირებით, რომელიც უფრო აგრესიული ხდება თუ შეცვლილი დახვდება ამ გამოწვევას, არავინ არ იცის.

შეხვედრა შეხვედრისთვის, დიალოგი დიალოგისთვის არ ვიცი – უნდა არსებობდეს გარემო, რომელიც ამის საშუალებას გაძლევს და იქ გააკეთო საქმე. თუ ეს არ არსებობს, ყველაფერი იგივენაირად დარჩება. შეიძლება ზოგჯერ წახვიდე გამბედავ ნაბიჯზე, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყო, რომ გიღირს და გიღირს და ქვეყნისთვის შეიძლება იყოს რამეს მომტანი. თუ სიტუაციას დავინახავ, მეც წავალ, მაგრამ სიტუაცია უნდა არსებობდეს და დღეს არ არსებობს,”-სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად