ზურაბიშვილი: ჩემს ხელფასს ქველმოქმედებას ან ახალ ინიციატივებს მოვახმარ

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია. მე გადავწყვიტე მოვნახოთ ახალი ფორმები.ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების. ამიტომ გადავწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა,ჯერ კიდევ ვმუშაობთ იურიდიულ ფორმაზე, რომ ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან.

მე უკვე ვღებულობ დაგროვებით პენსიას საფრანგეთში,რაც მეყოფნის სრულებით,რომ მოვახმარო იმ საქმებს რაც აუცილებელია. აქ ამიტომ შემიძლია პრეზიდენტის სარგო მოვახმარო ამ საქმეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...