ზურაბიშვილი: ჩემი ქართული ზოგისთვის თურმე დასაწუნია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს

„მოვდივარ თქვენ წინაშე ისეთი, როგორიც ვარ, მე არაფერს ვთამაშობ“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„მოვდივარ ჩემი წარსულით, ჩემი მტკიცე პრინციპებით, ზოგჯერ ვიღაცეები ფიქრობენ, რომ ცოტა ნამეტანად მტკიცეა ჩემი ხასიათით, ვის მოწონს და ვის არა, ჩემი შეცდომებით თუ წარმატებით, და ჩემი გავლილი გზით. მოვდივარ ასევე ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 

ცხადია მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი მთელი ეს საფეხურები საქართველოში და როგორიც არის, ისეთი არის. თუმცა ჩემ თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. მე აქედან მინდა მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს საზღვარგარეთ არიან, თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ, და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით, იმიტომ, რომ ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის, რომ მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“, – აღნიშნა სალომზე ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...