ზურაბიშვილი: ჩემი არცერთი პლაკატი არ არის თბილისში, მხოლოდ დიდ ბანერებს ვიყენებ

ამის შესახებ 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება.

“ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად