ზურაბიშვილი: ბრიუსელში გვყავს მხარდამჭერები და სერიოზული მოკავშირეები – ევროკავშირი და ნატო 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტი, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დასწრებით დაასრულა, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ნატო-ს საბჭოზე საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა და აღინიშნა, რომ საქართველო ნატო-ს არაჩვეულებრივი მოკავშირეა.

ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია ჩვენთვის. გამოითქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს შავ ზღვაში, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნატო – საქართველოს კომისიის წევრებმა ერთხმად დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ეს არის საქართველოსი და ქართველი ხალხის მხარდაჭერა. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ბრიუსელში გვყავს მხარდამჭერები და ძალიან სერიოზული მოკავშირეები – ევროკავშირი და ნატო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართ ძალიან სერიოზული გამოწვევებია: უკრაინის მოვლენები, რუსეთის გააქტიურება. აუცილებელია, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოება ნატო-სთან ერთად, რომ შავმა ზღვამ შეინარჩუნოს და გააძლიეროს თავისი დანიშნულება, რომ იყოს ჩვენსა და ევროკავშირს შორის კავშირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...