ზურაბიშვილი ბორის ჯონსონს: გამაგრდით! ვირუსის წინააღმდეგ თქვენს ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს.

“ამ გაჭირვების ჟამს, გიერთდებით მადლიერების გამოხატვაში, იმ ხალხის მიმართ, ვინც #COVID19-ს სახლში დარჩენით ებრძვის. ბორის ჯონსონ, გამაგრდით! ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას. გისურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას”, – წერს ზურაბიშვილი თავის Twitter-ზე.

ცნობისათვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში იმყოფება. Covid-19-ის დადასტურებიდან მეათე დღეს, პრემიერს კვლავ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები, ამიტომ, ის ტესტის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად