დავით ზურაბიშვილი: ბატონი გახარია გადადგება, ეს ხელისუფლებაც შეიცვლება!

ამის შესახებ, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტი აქციაზე განაცხადა.

“ყველას გვაერთიანებს ჩვენი ქვეყნის სიყვარული. ყველას გვაერთიანებს ოკუპაციასთან შეურიგებელი დამოკიდებულება, ძალადობისადმი პროტესტი. ჩვენი ერთობით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ახალგაზრდებით, საშუალო ასაკის, უფროსასაკის ადამიანების, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს პატრიოტული ძალები მოახდენენ სიტუაციის შემობრუნებას.

ამის მაუწყებელი იქნება შს მინისტრის, გიორგი გახარის გადადგომა. ეს იქნება ამ აქციის შედეგი. ბატონი გახარია გადადგება, ეს ხელისუფლებაც შეიცვლება!”,-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...