ზურაბიშვილი: არ გამიკვირდება ხაზარაძის გევრდით გიორგი კვირიკაშვილი ვიხილოთ

“არ გამიკვირდება ხაზარაძის გვერდით, გიორგი კვირიკაშვილი ვიხილოთ მასთან ერთად მაგასაც ველი”-ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა “აიპრესთან” მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რაც ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ეხება.

“გვახსოვს, მამუკა ხაზარაძეს კონფლიქტი ჰქონდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან თანაც, სერიოზული, მაშინაც ვვარაუდობდით რომ შესაძლებელი იყო ის გვეხილა პოლიტიკაში. თუ არ დაუტოვებდა სხვა შესაძლებლობას, ხაზარაძეს შეეძლო ისე მოეგვარებინა ეს პრობლემები საფრთხე არ შექმნოდა. მან გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩაბმა, ჯერჯერობით გამიჭირდება შეფასება, მისი ქმედებები, რა გუნდი იქნება, ვინ ეყოლება, თავისთავად ეს ართულებს ხელისუფლების სიტუაციას. ოპოზიციური ფლანგი რაც უფრო გაშლილი იქნება ცხადია უკეთესია.

მე უფრო მგონია ხელისუფლებამ აიძულა პოლიტიკაში ჩაბმა. არ მგონია ეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით ყოფილიყო. მან იგრძნო საფრთხე თუ ივანიშვილი დარჩა ხელისუფლებაში, არჩევნების მერე კაცმა არ იცის რას იზამს. არ გამიკვირდება ხაზარაძის გვერდით, გიორგი კვირიკაშვილი ვიხილოთ მასთან ერთად მაგასაც ველი”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, TBCის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად