ზურაბ ჭიაბერაშვილი: თბილისში დამსახურებული ექიმი ვიღაც ველურმა სცემა

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, თბილისში დამსახურებული ექიმი სცემეს. როგორც ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ზე წერს, მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა და დაზარალებული ამბავს თავად გაასაჯაროებს.

“გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა”,-წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

“აიპრესი” ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად