ზურაბ ჭიაბერაშვილი: რუსეთია პასუხისმგებელი იმაზე, რომ ძვრა არ არის კონფლიქტის მოგვარებაში

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელსაც 56 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა სიტყვით გამოვიდა და თბილისში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ინფორამციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

”მე-16 დღეა ათიათასობით ქართველი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აპროტესტებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. მინდა მივესალმო მათ ამ დარბაზიდან. მომხსენებლისა და კოლეგების ყურადღებას მივაპყრობ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ერთადერთი კონფლიქტი აქვს – ესაა კონფლიქტი რუსეთთან. არსებობს ამ კონფლიქტის ეთნიკური შემადგენელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ რუსეთმა მოახდინა 90-იან წლებში ამ კონფლიქტის პროვოცირება და დღემდე იყენებს მას. სწორედ რუსეთია, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ძვრა არ არის კონფლიქტის მოგვარებაში. სწორედ რუსეთია, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ასი ათასობით დევნილი და ლტოლვილი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში. სწორედ რუსეთია, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს.“ განაცხადა   ზურაბ ჭიაბერაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...