ზურაბ ჭიაბერაშვილი: ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს კოალიციური მთავრობა

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი რეიტინგი აქვს, თუმცა მისი პოზიციები მაინც მცირდება.

ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს  IRI-ს კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა. 

“ქართული ოცნება, ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი რეიტინგის მიუხედავად, რომელიც ყველა ხელისუფლებას აქვს ხოლმე, რეიტინგი მოდის დაბლა და არაა გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ ტყუილ დაპირებას, რომელიც არ შესრულდა.  ქვეყანას ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს პროფესიონალებით და კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობა”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ს კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა. ოპოზიციამ ჯამში 37%-იანი  მხარდაჭერა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად