ზურაბ ჭიაბერაშვილი: პროტოკოლში მაინც ჩაწერეს მოგზაურობის ისტორია, რაც გაჯიუტებას გავს

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“პროტოკოლი შეიცვალა, თუმცა ამ შემთხვევაში მთავრობამ ნაწილობრივ დაიხია უკან. შიგნით მაინც ჩაწერეს მოგზაურობის ისტორია. ოღონდ გაადაკეთეს ისე, რომ მოგზაურობად გვეთვლება თუ ვიყავით მარნეულში ან თერჯოლაში, ან საქართველოს ისეთ რეგიონში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსი, რაც ასევე გაჯიუტებას გავს, როდესაც ქვეყანაში შიდა გადაცემაა. მაგრამ, ის რომ მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ეს აღიარა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ აქ პრობლემა იყო”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად