ზურაბ ჭიაბერაშვილი: მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს

,,ევროპული საქართველოს,, ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უწზრუნველყოს.

,,ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესამცირებლად მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები აამოქმედა და, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდა გამომდინარე, აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნია საზოაგდოებრივი ტრანსპორტის სრულად გაჩერება.
ასეთ დროს გასათვალისწინებელია უამრავი დაბალხელფასიანი ექიმისა და ექთანის მდგომარეობა, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაქსის საფასურის გადახდა. გამოსავალი ვერ იქნება ვერც ამ ხარჯის საავადმყოფოებზე დაკისრება, რადგან კრიზისის დაწყებამდეც საავადმყოფოების ფინანსური მდგომარეობა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათ მიმართ დავალიანება უკვე იყო საზოგადოებაში განხილვის საგანი. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი – ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და უზრუნველყონ რეგულარულად, ცვლების მიხედვით, მედპერსონალის გადაყვანა სახლიდან საავადმყოფოში და უკან.,, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად