ზურაბ ჭიაბერაშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ყიდულობს რამეს, დღგ-ს სახით ისიც იხდის და ამით მდიდრდება “ქართული ოცნება”

ეს განცხადება ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშილმა ტვ ,,პირველის” ეთერში გააკეთა.

„გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილება უნდა მოხდეს 31 ოქტომბერს და შემდეგ ყველა სფეროში. ხალხმა უნდა იცოდეს,როდესაც ყიდულობს ნებისმიერ რამეს, შესაბამისად აქციზის ან დღგ – ს სახით ისიც იხდის გადასახადებს და ავსებს ბიუჯეტს . მერე მოდის მთავარი კითხვა ეს ფული სად მიდის, იმიტომ რომ მილიარდობით ლარით, ესმით ადამიანებს და ხედავენ რომ მთავრობა და „ქართული ოცნება” მდიდრდება.
ჩვენ ვლაპარაკობთ რომ დღგ 18%-დან 16 %-ზე უნდა ჩამოვიდეს და საწვავსა და ბენზინზე აქციზი უნდა განახევრდეს. თუ ფასები სტაბილურია და ადამიანებში ფული ამოძრავდება, ეს აჩენს სტიმულს რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას”, – განაცხადას ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად