ზურაბ ჭიაბერაშვილი: კარანტინის დატოვებამდე ადამიანები უნდა იტესტებოდნენ

სწრაფი ტესტირებების დროს 100%-იანი გარანტია არ არის, მაგრამ დღეს როდესაც არ ვაკეთებთ, ცდომილება გვაქვს 100%, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩემი რეკომენდაცია ეს იქნებოდა, რომ კარანტინიდან სანამ სახლებში წავლენ ადამიანები, იტესტებოდნენ. მე ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს და ვიცი, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ფართო დიაგნოსტიკაა და რისკჯგუფებს ტესტავენ, ვიცი რომ კარანტინში გამოვლენა არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, ვსვამ შეკითხვას, ეს ადამიანები 14 დღე დავსვით კარანტინში, მოწყვეტილი იყვნენ საკუთარ ოჯახს და მათ თვითონაც სჭირდებათ გარანტია, რომ სახლში როცა მივლენ, საკუთარი ოჯახის წევრებისთვის ინფექციას არ მიიტანენ. შესაბამისად, ამის საჭიროება აქაც დგას, რომ ამ ადამიანებს ჩავუტაროთ ტესტირება.

სრულად ვეთანხმები ჩვენს ძალიან კვალიფიციურ მედპორსონალს, რომ სწრაფი ტესტირებების დროს 100%-იანი გარანტია არ არის და PCR ტესტებზეც კი შეიძლება იყოს შეცდომა, მაგრამ დღეს როდესაც არ ვაკეთებთ, ცდომილება გვაქვს 100%”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად