ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბარიამი მიულოცა

დღეს ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის დღესასწაული აღინიშნა. მუსლიმან მრევლს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად მიულოცა.

"მინდა გულწრფელად მიულოცო ჩვენს მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული. ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას, სიყვარულს , სიკეთეს. თითოეული მათგანი ერთი თვის განმავლობაში ლოცულობდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე, ჩვენი შვილების მომავალზე, ჩვენს წარმატებაზე. დღეს აქ იმყოფებიან ჩვენი უხუცესები. ვუსურვებ მათ დიდხანს სიცოცხლეს” – აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ.

რამადან ბაირამის დღესასწაული 30-დღიანი მარხვის დასასრულს ეძღვნება და სამ დღეს გრძელდება. ამ დღეს მუსლიმანი მორწმუნეები ერთმანეთს ბაირამს ულოცავენ და წინაპრების საფლავების მოსანახულებლად მიდიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად