ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის ახალ შემადგენლობას აცნობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, მთავრობის ახალ შემადგენლობას აცნობს. ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით, მინისტრთა ახალ კაბინეტში ცვლილებებია-ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე, ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ რეგიონის კანონმდებლებს, რამაზ ბოლქვაძის, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე, ლაშა კომახიძის კანდიდატურები წარუდგინა. რამაზ ბოლქვაძე დღემდე, ამავე უწყებაში, მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

მინისტრების პორტფელს შეინარჩუნებენ მთავრობის ახალ შემადგენლობაში-განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნუგზარ სურმანიძე.

პატარაძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას, მხარდაჭერა ექნებათ. ამ წუთებში ის, ახალ შემადგენლობას დეპუტატებს აცნობს. „ვიმედოვებ, უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში განიხილავს და მოგვცემს თანხმობას ამასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობში წარდგენილია, ძალიან კვალიფიციური კადრი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობს ამ დარგში. მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამით, ეს არის ლაშა კომახიძე. მე ვფიქრობ, რომ მისი მოსვლით ჩვენს გუნდში, ახალი პრპოექტები განხორცილდება სოფლის მეურნეობაში და იქნება ეფექტური მენეჯერი. რაც შეეხება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, იქ მოდის ძალიან გამოცდილი კადრი, რომელიც იკავებს მინისტრის მოადგილის პოზიციას. ეს არის რამაზ ბოლქვაძე. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად გაართმევს თავს, მის ახალ პოზიციას“,-აცხადებს ზურაბ პატარაძე.

მთავრობის თავმჯდომარემ, კომენტარი გააკეთა, ყოფილ მინისტრებთან დაკავშირებითაც.

„არ მინდა, რომ მოხდეს პოლიტიზირება ამ საკითხის. ბატონი ბალაძეც რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ის აქტიურად დაგვეხმარება და ჩართული იქნება, თუ რა პროექტებია დასასრულებელი. მას აქვს ძალიან დიდი ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად კოორდინირებულად ვიმუშავებთ“,-აცხადებს პატარაძე. მისივე თქმით, „შეუცვლელი, არავინ არ არის“. მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყოფილი მინისტრების პოტენციალი, გამოყენებულ უნდა იქნას, სხვა მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად