ზურაბ ნოღაიდელი: სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ბიზნესპარტნორი არ არის

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნორაიდელმა გადაცემაში “დღის კურიერი” განაცხადა, რომ ისურვებდა ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესპარტნიორობას და ეს მას უხერხულობას არ შეუქმნიდა.

“ყველამ კარგად იცის, ვინც მიცნობს, ვინც წინააღმდეგია ჩემი და ვინც მომხრეა, მე არასდროს, არცერთ თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს იცის ყველამ კარგად. მე არ მინდა ამ პოლიტიკურ დისკუსიებში და პარტიულ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება. მე არ მინდა, რომ გავხდე საარჩევნო ფაქტორი ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ნამდვილად. თუ ვინმე შემეხება ბრალდებით, ცხადია, პასუხგაუცემელს ვერ დავტოვებ.

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ბიზნესპარტნიორი არ არის. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ბიძინა ივანიშვილზე უკეთესს ბიზნესპარტნიორს სად ნახავ კაცი საქართველოში, ან თუნდაც მსოფლიოში,” – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

მისი განმარტებით, ის კახა კალაძის ბიზნესპარტნიორი იყო., თუმცა ამჟამად, საერთო საქმე აღარ აქვთ.

“ჩვენ ვიყავით ბიზნესპარტნიორები, დღეს კახა პოლიტიკაშია და შესაბამისად, ჩვენს საერთო საქმე აღარ გვაქვს,” – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად