ზურაბ ნოღაიდელი: “ელ გრინის” გამოჩენამ შეცვალა რუსეთის მონოპოლიური ვითარება

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, სადაც საუბრობს მის დღევანდელ საქმიანობაზე და აცხადებს, რომ ის სათავეში უდგას ენერგეტიკულ პროექტს, რომლის დანიშნულება აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდებაა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, აღნიშნულ პროექტს კომპანია “ელ გრინი” ახორციელებს.

“ჯგუფი ელ გრინი საერთაშორისო კომპანიაა, კომპანიის აქციონერები ქართველები და უცხოელები არიან. თავად მე აქციონერი არ ვარ, მაგრამ ამ პროექტის, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ელექტროენერგეტიკული ბაქო-ჯეიჰანი, იდეოლოგიური ხელმძღვანელი ვარ”, – აცხადებს ის.

მისივე განმარტებით, კომპანია “ელ გრინის” ქართველი დამფუძნებელი სულხან პაპაშვილია, დანარჩენები კი უცხოელი პარტნიორები არიან.

“ჩვენ აქ იმით კი არ ვტრაბახობთ, რომ ჩვენც გავჩნდით ამ ბაზარზე და ჩვენი გამოჩენით შეიცვალა ვითარება, ჩვენმა გამოჩენამ შეცვალა მონოპოლიური ვითარება რუსეთის, შეიცვალა ის, რომ გაჩნდა კონკურენცია და საბაზრო ურთიერთობები და ამან შეცვალა ბაზარი და ხვალ მაგალითად რუსეთი თუ გაქრება პირობითად და თუ ჩვენ დაგვრჩება მონოპოლია, მაშინ ჩვენც შეიძლება ამით ვისარგებლოთ. მე როდესაც რუსეთის მონოპოლიაზე ვსაუბრობ, ვინმეს რამეს კი არ ვაბრალებ ზედმეტად, მაგრამ “ელ გრინის” წინააღმდეგ მიმართული განცხადებები ნებით, თუ უნებლიეთ წყალს ასხამს იმაზე, რომ დაბრუნდეს საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზარზე რუსეთის მონოპოლია”, – აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად