ზურაბ ნოღაიდელი: ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველოს ელექტროენერგიის მიღება ერთდროულად შეეძლოს აზერბაიჯანიდანაც და რუსეთიდანაც

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, სადაც საუბრობს მის დღევანდელ საქმიანობაზე და აცხადებს, რომ ის სათავეში უდგას ენერგეტიკულ პროექტს, რომლის დანიშნულება აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდებაა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, აღნიშნულ პროექტს კომპანია “ელ გრინი” ახორციელებს.

“ჯგუფი ელ გრინი საერთაშორისო კომპანიაა, კომპანიის აქციონერები ქართველები და უცხოელები არიან. თავად მე აქციონერი არ ვარ, მაგრამ ამ პროექტის, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ელექტროენერგეტიკული ბაქო-ჯეიჰანი, იდეოლოგიური ხელმძღვანელი ვარ”, – აცხადებს ის.

მისივე განმარტებით, კომპანია “ელ გრინის” ქართველი დამფუძნებელი სულხან პაპაშვილია, დანარჩენები კი უცხოელი პარტნიორები არიან.

“დღეს ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველოს ელექტროენერგიის მიღება ერთდროულად შეეძლოს აზერბაიჯანიდანაც და რუსეთიდანაც. დღეს ამის გაკეთება არ შეუძლია ე.წ. სამმხრივ პარალელურ რეჟიმში, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ელექტროენერგია რუსეთიდანაც შემოდიოდეს საქართველოში და აზერბაიჯანიდანაც, არ ერთდროულად გადიოდეს.

ამას იმდენად ბევრი ინვესტიცია არ სჭირდება, რამდენადაც ბევრი ტექნიკური და პრინციპული გადაწყვეტილება უფრო მეტი რუსეთში ამ შემთხვევაში, ვიდრე საქართველოში და აზერბაიჯანში. ამ შემთხვევაში საქართველოს შეეძლება ელექტროენერგიის მიღება რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ერთდროულად და ერთდროულად შემდეგ ამ ელექტროენერგიის თურქეთისთვის მიწოდება.

ერთადერთი ბუნებრივი ადგილი, სადაც ამ ელექტროენერგიის ეფექტურად გაცვლა-გამოცვლა შეიძლება მოხდეს და სადაც ამოქმედდება არა უბრალოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, არამედ ჯეიჰანი-თბილისი-ბაქო და ეს მოგვცემს ჩვენ საშუალებას ამ ჩვენი ენერგოსისტემის უფრო ეფექტურად ფუნქციონირების, ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი ენერგოსისტემის უფრო ეფექტურად ფუნქციონირების შესაძლებლობას მოგვცემს და ეს იქნება ჩემი აზრით ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი საკითხი”, – აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად