ზურაბ ნასარაიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

დაბა ჩოხატაურში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ღირებულება 426 718 ლარს შეადგენს. სოფელ ჯვარცხმაში, ნახევარ კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 85 000 ლარით ფინანსდება.

„გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა და სამივე მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. ყველა ის სამუშაო, რომელიც დაწყებული და დაგეგმილი იყო განსაზღვრულ ვადებში დასრულდება“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად