ზურაბ ნასარაია და ნინო წილოსანი სოფლების გვიმბალაურის, მამათის, აკეთის და აცანის მცხოვრებლებს შეხვდნენ

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, საქართველოს პარლამენტში ლანჩხუთის, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების გვიმბალაურის, მამათის, აკეთის და აცანის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივებმა, ერთობლივად განიხილეს სოფლების წინაშე მდგარი საჭიროებები. მათ მიეწოდათ ინფორმაცია 2020 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზეც. მოსახლეობამ მთავარ საკითხად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება და გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება დაასახელა.

აღინიშნა, რომ შეხვედრებზე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად