ზურაბ კიწმარიშვილი: ოჯახის ვერსიაა მკვლელობა და არანაირი თვითმკვლელობა

"გამოძიებამ რაც მოიპოვა ამაზე გააკეთა თავისი განცხადება, თუმცა არის უამრავი სუსტი წერტილი",- ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა "რუსთავი 2"-თან განაცხადა. 

"ოჯახის ვერსია არის მკვლელობა და არანაირი თვითმკვლელობა. იარაღზე არის დნმ-ის კვალი, მანქანაზე არის უცხო ადამიანის თითის ანაბეჭდები. რომ არ გაირკვა საეჭვო პირის ვინაობა ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა მე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ იარაღზე დნმ-ი არის მაშინდელი, როდესაც ის ქვეყანაში შემოიტანეს. 

გამოძიებამ რაც მოიპოვა ამაზე გააკეთა თავისი განცხადება, თუმცა არის უამრავი სუსტი წერტილი, არის მთელი ის არგუმეტები, რომელზეც აგებულია ეს ვერსია",- განაცხადა 

ცნობისთვის, პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, რომლის თანახმად "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, ძიება შეწყდა .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად