ზურაბ ჯაფარიძე: პრეზიდენტმა მიშელმა დადო პუნქტები და უნდა, რომ 2 კვირაში პროგრესი იყოს

“მეტი თავისუფლება” გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევრპული საბჭოს პრეზიდენტმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე 6 პუნქტი დადო, თუმცა 4 პუნქტი მათ ისედაც ჰქონდათ და ახლა უკვე მას მიშელმა 2 პუნქტი დაამატა.

“არ იყო არანაირ თარიღზე ლაპარაკი. ერთადერთი რაზეც პრეზიდენტმა მიშელმა ისაუბრა იყო ის, 2 კვირაში ბრიუსელში ევროპარლამენტში ერთ-ერთ კომიტეტზე არის საქართველოს საკითხის განხილვა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსთვის და მას უნდა, რომ ამ მოლაპარაკებებზე ამ მომენტისთვის რაღაც პროგრესი იყოს და იმედია ამას მივაღწევთ. არაფერი სიახლე არ ყოფილა, ბატონმა ღარიბაშვილი მოყვა თავისი ხედვა, ჩვენი მხრიდანაც ჩვენი ხედვა იყო გადმოცემული.

პრეზიდენტმა ჩვენთან შეხვედრისა და “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის შემდეგ დადო პუნქტები, რაზეც ის თვლის, რომ მოლაპარაკების გაგრძელება შესაძლებელია. ეს პუნქტები ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე. დამატებულია 2 პუნქტი – ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, ოღონდ ზოგადი ჩანაწერია და კონკრეტული არაფერი წერია, ისევე როგორც ძალაუფლების დანაწილებას, ასევე ზოგადი ჩანაწერია”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...