ზურაბ ჯაფარიძე: თუ ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვა და ძალას დაინახავენ, ამ 2 ე.წ. ექიმს აღარ დაუჯერებენ და იდიოტობებს მოხსნიან

თუ ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვა და ძალას დაინახავენ, ამ 2 ე.წ. ექიმს აღარ დაუჯერებენ და იდიოტობებს მოხსნიან, – ამის შესახებ “მეტი თავისუფლება – გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ერთადერთი რისიც ამ ხელისუფლებას ესმის, ეს არის ძალა. ძალა არის ბევრი ადამიანი ქუჩაში. ცალკე ერთი ამბავია სოციალურ ქსელში ყვრილი, ლაიქები და ა. შ. მაგრამ მეორეა კონკრეტული ძალა – უნდა დაინახონ ბევრი ადამიანი ქუჩაში. თუ ბევრ ადამიანს დაინახავენ ქუჩაში, ისინი უკან დაიხევენ და მოხსნიან ამ იდიოტობებს და აღარ დაუჯერებენ იმ 2 ე. წ. ექიმს, რომელსაც ემორჩილებიან. სხვა შემთხვევაში პროტესტი პროტესტად დარჩება და ისინი უკან არ დაიხევენ. სხვა შემთხვევაში მომგებიან პოზიციაში არიან, ეს შეზღუდვები მათთვის ზედ გამოწერილია, კლავენ ბოლომდე პროტესტს. ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი და მათ ინტერესებშია, რომ ხალხი ქუჩაში არ იყოს. თუ გამოვა ქუჩაში, გადაადგილების საშუალება არ ჰქონდეთ.

ამაში ადამიანები ბევრი ლაპარაკით უნდა დავარწმუნოთ. მგონია, რომ ადამიანებმა ეს იგრძნეს საკუთარ ტყავზე. ერთადერთი რაც ამას აფერხებს არის შეზღუდვები, რომლითაც ვერ გადაადგილდებიან და მეორეა ნდობა ჩვეულებრივი პოლიტიკოსების მიმართ, რაც გადასალახია”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად