ზურაბ ჯაფარიძე: თუ “ოცნება” ვერ იღებს 43%-ს, ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის თვალშიც

თუ “ოცნება” ვერ იღებს 43%-ს, ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის თვალშიც, – ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მან კონგრემენებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და კითხვაზე,  – როცა “ოცნება” ამბობს, რომ 1%-იც რომ აიღოს, ვადამდელს არ დანიშნავენ, ხოლო ოპოზიცია იძახით, რომ 43%-ის ვერაღების შემთხვევაში ვადამდელი დაინიშნება, ამ ფონზე ამერიკელი კონგრესმენების აღქმა როგორია?

“დღევანდელ შეხვედრაზე მათ პოზიციები არ დაუფიქსირებიათ, ისინი გვისმენდნენ და ბლოკნოტში ინიშნავდნენ დეტალებს. მაგრამ, გასაგებია, რომ არის დოკუმენტი, რომელიც ამერიკის და ევროკავშირის მედიაციით არის შექმნილი. მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სანამ დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა. შემდეგ ამას მოყვა შარლ მიშელის მრჩეველის ჩართვა მოლაპარაკებში. იყო განცხადებები, რომ დოკუმენტის უკან აშშ და ევროკავშირი დგას. დოკუმენტში ჩაიწერა, რომ თუ 43%-ს ვერ იღებს “ოცნება”, ქვეყანა გადის ხელახალ არჩევნებზე. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ თუ “ოცნება” ვერ იღებს 43%-ს, ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური. არალეგიტიმურია ჩემ თვალშიც, თქვენ თვალშიც, ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში და ამერიკის და ევროკავშირის თვალშიც”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები
იტვირთება...