ზურაბ ჯაფარიძე: თუ მესტიაში კორონავირუსი თბილისიდან აიტანეს, მაშინ რატომ ვკეტავთ მესტიას და არა თბილისს?

“თუ მესტიაში კორონავირუსი თბილისიდან აიტანეს, მაშინ რატომ ვკეტავთ მესტიას და არა თბილისს?” 

ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” განაცხადა.

მისივე თქმით,  თბილისში მოსახლეობის სიმჭიდროვე მეტია, მესტიაში კი ადამიანები ერთმანეთთან დაშორებულები ცხოვრობენ.

“ზოგადად ვფიქრობ, რომ სიგიჟეა ეს ყველაფერი. იმ ფონზე, როცა ვსაუბრობთ, რომ შიდა ტურიზმი უნდა განვითარდეს, გარედან ტურისტებს არ უშვებ, რადგან ფრენები გაქვს აკრძალული, მათ შორის, როცა 24 ივლისს დიდის ამბით დააანონსეს ფრენები გავხსენითო და ახლა მესტიას კეტავ, ამას ახსნა არ აქვს. ეს ვირუსი არსად წასულა, ეს ვირუსი არსებობს. ილუზიაა იმის დაჯერება, რომ ეს ხელისუფლება ვერაფერს ართმევს თავს, უცებ ეფექტიანად გააქრო ვირუსი და გადაგვარჩინა. რაიონების შერჩევითად ჩაკეტვა, პირობითად, არის ის რომ ტონუსში გვამყოფებენ რომ არ მოვდუნდეთ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად