ზურაბ ჯაფარიძე: თუ „ჩმორების“ მდგომარეობაში ვიქნებით, რა მდგომარეობაშიც ვართ, ვერანაირი კრამონი ვერ გვიშველის

ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან მოუწოდა ოპოზიციას, საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდნენ.

„არ მჯერა, რომ დაგვეხმარებიან და წავალთ დემოკრატიისკენ. მე მჯერა, რომ თუ ამ ბრძოლას წავაგებთ, ჩვენ წავალთ თურქმენეთისკენ. ეჭვი მაქვს, რომ ვერ დაგვეხმარებიან, ამას ვხედავ მათ შორის, ამ მოლაპარაკებების დროს. ისინი ამ სიტუაციას უყურებენ ისე, თითქოს, აქ საუბარი იყოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაზე, სადაც პატარ-პატარა პრობლემები შეიძლება იყოს დემოკრატიაში, ვითომ დემოკრატიული ინსტიტუტებით შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს. ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ხალხი აქ უნდა მოვიდეს აზრზე, აქ უნდა გამოფხიზლდეს, ხალხმა უნდა დაანახოს ძალა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ მაგ მეგობრებს. მაგ მეგობრების მიდგომებიც შეიცვლება, ამის მჯერა მე. სხვა რამის მე არ მჯერა. თუ ჩვენ „ჩმორების“ მდგომარეობაში ვიქნებით, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვართ და რითიც ივანიშვილი სარგებლობს, ვერანაირ ვიოლა ფონ კრამონი ვერ გვიშველის, არ მჯერა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...