ზურაბ ჯაფარიძე: თბილისში მესამე ადგილზე ვართ, რაც აჩვენებს, რომ მომავლის პარტია ვართ

თბილისში მესამე ადგილზე ვართ, რაც აჩვენებს, რომ მომავლის პარტია ვართ, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “რუსთავი 2”-თან საუბარში გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით განაცხადა.

“2018 წელთან შედარებით ბევრად მეტი მაჩვენებელია და რამდენიმე ადამიანს შევიყვანთ პარლამენტში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია “გირჩისთვის” და ერთგვარი გზავნლია, რომ “გირჩი” თბილისში მესამე ადგილზე გავიდა, რაც ჩვენთვის სერიოზული წარმატებაა. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ მომავლის პარტია ვართ. რეალურად, ქვეყანაში ერთადერთი ზრდადი პარტია ვართ. ეშინოდეთ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად