ზურაბ ჯაფარიძე: თავი დაანებეთ შმაქსს – ტაქსების რეფორმა გაჩერდეს 

“გირჩმა” შმაქსისტებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაამართა. 

​როგორც “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, მათ 3 ძირითადი მოთხოვნა აქვთ. პირველი, თავი დაანებონ შმაქსს, მეორე, გაუქმდეს 1 ოქტომრიდან გამოწერილი ჯარიმები და ტაქსების რეფორმა გაჩერდეს.

“ეს რეფორმა ჩვეულებრივი მავნებლობაა. რამდენიმე ათასი ადამიანი დატოვა შემოსავლის გარეშე ან ნაკლები შემოსავლით.  არ მგონია ამაში რამე საამაყო იყოს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამით ამაყობს, რომ 2 ათასი გაჭირვებული ადამიანი დააჯარიმა, ან მავნებელი და ბოროტია, ან იდიოტია.

დღეს გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა, შმაქსის თავი დაანებონ. ეს ადამიანები არაფერს აშავებენ. ეს არის საგანმანათლებლო სერვისი. ჩვენ ამას სრული კანონის დაცვით ვაკეთებთ. შესაბამიასად, რასაც საპატრულო პოლიცია ბოლო რამდენიმე დღეა აკეთებს, აჩერებენ შმაქსებს, ლექტორებს ცალკე “აკაჩავებენ”, მოსწავლეებს ცალკე და ამაში 200 ლარიან ჯარიმას წერენ. ეს არის უკანონო ქმედება. ამის უფლება მათ არ აქვთ.

მეორე მოთხოვნაა, 1 ოქტომბრის შემდეგ, რაც ჯარიმები გამოწერეს ყველა უნდა გაუქმდეს. აქ საუბარი არაა მარტო შმაქსზე, ყველა ჯარიმა გასაუქმებელია. ამ ხალხს კახა კალაძისგან(თბილისის მერი) განსხვავებით ავტოფარეხში მილიონიანი მანქანები არ უყენია და არ აქვს 200 ლარი, რომ გადაუხადონ.

მესამე მოთხოვნაა, ტაქსების რეფორმა გაჩერდეს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ “ტვპირველთან”.

შმაქსის აქცია

Posted by Zurab Girchi Japaridze on სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად