ჯაფარიძე ჩარკვიანზე: ბიბლიური თავისუფლების გამო დააბრალო ვინმეს სუს-თან თანამშრომლობა, იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა

პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრის თაკო ჩარკვიანის ბრალდებას სოციალირ ქსელში Facebook გამოეხმაურა, სადაც აცხადებს, რომ არანაირ საბუთს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურისგან ბიბლიური თავისუფლება არ იღებს.

“არანაირ საბუთს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურისგან ბიბლიური თავისუფლება არ იღებს. ერთხელ გაიარა რეგისტრაცია და მანდ დამთავრდა “საბუთის აღება”.
– ბიბლიური თავისუფლება წლების განმავლობაში იყო საპატრიარქოს და ხელისუფლების ერთობლივი თავდასხმების ობიექტი. მარტო სესიაშვილს და ღარიბაშვილს აქვთ რამდენიმე ასეთი შეტევა განხორციელებული, თუმცა უშედეგოდ
– ბიბლიური თავისუფლების გამო დააბრალო ვინმეს სუს-თან თანამშრომლობა, იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისათვის, “სტრატეგია აღმაშენებლის“  წევრმა თაკო ჩარკვიანმა “მთავარი არხის” ეთერში, იაგო ხვიჩიასთან დებატების დრო დღეს განაცხადა, რომ საბუთი, რომელიც ახალგაზრდებს ჯარიდან ათავისუფლებს სუს-ის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია გაიცეს. შესაბამისად, ჩარკვიანმა “ბიბლიური თავსუფლება” სუს-თან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად