ზურაბ ჯაფარიძე: ჭაობიდან ვართ ამოსასვლელები, რასაც სჭირდება მკვეთრი და რადიკალური ნაბიჯები

ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ჩვენ ვართ ამოსასვლელი ჭაობიდან და ამას სჭირდება მკვეთრი და რადიკალური ნაბიჯები. ეს ნაბიჯები ცნობილია, თუ აზრს დაატანა, გასაგებია. რა ფორმულებიც არსებობს ყველა ნაცადი აქვთ ვიღაცებს. ამ ნაბიჯებზე ვინც წამოვა, მათ შორის ისეთ ნაბიჯებზე, რომლებიც ხალხში არაპოპულარულია და ერთი შეხედვით არ მოეწონოთ, შემდეგ კი იხეირებენ. ვინც ამაზე წამოვა უფრო მეტად იმასთან ვითანამშრომლებთ, იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი სწორი კომპასი”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად