ზურაბ ჯაფარიძე შსს-ს: ჩვენს შტაბში შევარდნილი არიან თქვენი უწყების ფორმაში გამოწყობილი ხალხი, იქნებ, დაგვეხმაროთ

“გირჩის” ლიდერი, მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შსს-ს სოციალური ქსელით მიმართავს და დახმარებას სთხოვს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, “გირჩის” შტაბში შსს-ს ფორმაში გამოწყობილი პირები საარჩევნო აგიტაციაში ხელს უშლიან.

“რამდენიმე კვირაა Sakhelosno BAR -ში ფუნქციონირებს გირჩის შტაბი.ამ წუთებში ჩვენს შტაბში შევარდნილი არიან თქვენი უწყების ფორმაში გამოწყობილი ხალხი და ხელს უშლიან გირჩის აქტივისტებს აგიტაციის ჩატარებაში.

იქნებ დაუყოვნელივ გაარკვიოთ ვინ არიან ეს ხალხი? თუ თქვენი უწყების თანამშრომლები არიან, იქნებ სასწრაფოდ აუხსნათ რომ მათ არ აქვთ უფლება ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში. თუ თვითმარქვიები არიან და ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ, იქნებ დაგვეხმაროთ მათი იქიდან მშვიდობიანად გაყვანაში”, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად