ზურაბ ჯაფარიძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაყიდია, მისი ბიუჯეტი ქალაქ რუსთავისაზე მეტია

საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაყიდია, მისი ბიუჯეტი ქალაქ რუსთავისაზე მეტია, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც სრულად მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ჯაფარიძე აქვე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ფორმატში ამ საკითხზე არ უმსჯელიათ.

“ოპოზიციასთან არ გვქონია მაგაზე მსჯელობა. იმიტომ, რომ მსხვილ საკითხებზე ვმსჯელობდით. თუმცა, მაგ საკითხზე იგივე აზრზე ვარ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაყიდია. ის არის ფულის ფლანგვის გზა. გასაგებია, რომ იქ ადამიანები არიან დასაქმებულები, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ – გადასახადის გადამხდელებმა ამაში ფული უნდა ვიხადოთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იმაზე დიდია, ვიდრე მაგალითად ქალაქ რუსთავის ბიუჯეტი. ეს მაგალითი თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანე, რა მასშტაბის სიგიჟესთან გვაქვს საქმე”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად