ზურაბ ჯაფარიძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაყიდია!

ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ლიდერის ზურაბ აჯაფარიძის განცხადებით პრაქტიკამ აჩვენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უმეტეს შემთხვევაში მმართველი გუნდის ინტერესებს ატარებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 45 მილიონი ლარი იხარჯება, ამიტომ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მისი პრივატიზება უნდა მოხდეს.

ასე უპასუხა პოლიტიკოსმა "აიპრესის" შეკითხვას იმაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებითაც ხომ არ აქვს შეკითხვა?

"საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაყიდია. საზოგადოებრივ მაუწყებელში ვხარჯავთ 47 მილიონს. მგონი შარშან 45 მილიონი იყო მისი ბიუჯეტი. გვინდა, რომ „ბი-ბი-სი“-ს მაგვარი მაუწყებელი შევქმნათ, მაგრამ ეს რეალურად მითია. სინამდვილეში რომ დავითვალოთ რამდენია დახარჯული საზოგადოებრივ მაუწყებელში ნახევარ მილიარდამდე ლარი გამოვა, საუბარი მაქვს წლების განმავლობაში დახარჯულ ფულზე.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი წლების განმავლობაში იყო დაბალი. წლებია ასეა. ტელევიზია უნდა იყოს კერძო. არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ სახელმწიფოს ხელში რაიმე ტელევიზია არსებობდეს. ყველა შემთხვევაში ასე უნდა იყოს. როგორი დაფინანსების წესი და როგორი დამოუკიდებლობაც არ უნდა მოვიფიქროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრაქტიკამ აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ტელევიზია კონტროლდება ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ. ასეა დღეს, ასე იყო ადრე, ასე იყო იმის წინაც. უნდა მოხდეს მისი პრივატიზება, ფანსტასტიური შენობა აქვს თბილისის ცენტრში, რომელიც საკმაოდ ძვირად გაიყიდება. ეს თანხა შეიძლება ბევრ კარგ რაღაცას მოვახმაროთ", – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე "აიპრესთან" ინტერვიუში. 

ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...