ზურაბ ჯაფარიძე: საპარლამენტო რესპუბლიკებში ვადამდელი არჩევნები კრიზისის განმუხტვის ინსტრუმენტია, ივანიშვილს ეს არ ესმის

საპარლამენტო რესპუბლიკებში ვადამდელი არჩევნები კრიზისის განმუხტვის ინსტრუმენტია, ივანიშვილს ეს არ ესმის, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ერთი რამე არ ესმის “ოცნებას” და ივანიშვილს – საპარლამენტო რესპუბლიკებში ვადამდელი არჩევნები არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ინსტრუმენტი. განვითარებულ ქვეყნებში კრიზისი სხვადასხვა მიზეზების გამო დგება. შეიძლება დადგეს იმის გამო, რომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცეს, მთავრობა ვერ დააკომპლექტეს, ან მთავრობის წევრმა რაღაცა ჩაიდინა და მთელ მთავრობას მოუწია გადადგომა. საბოლოო ჯამში ამის განმუხტვის ყველაზე ეფექტური გზა არის ვადამდელი არჩევნები”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად