ზურაბ ჯაფარიძე: სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

“გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქზე “გირჩის ბაბლში” პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი და თანაპარტიელების გზები გაიყო და აღარ აპირებს მათთან ერთად გირჩის კეთებას.

„სალამი მეგობრებო.
მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ:
სამწუხაროდ ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო.
მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.
ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო.
არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში.
წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ.
ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა.
გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა“.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად