ზურაბ ჯაფარიძე: სამართლიანი იქნება „გირჩის“ სახელი და FB გვერდი ჩვენ დაგვრჩეს – ერთად დარჩენას გამოვრიცხავ

“გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიის ლდერებთან მოლაპარაკებების რესურსი ამოიწურა.

“შეთავაზება არის, რომ ის ადამიანები, ვინც ჩემს უკან დგანან და ასეთი არის ძალიან ბევრი, ვინც მათ შორის “გირჩს” მოჰყვებიან პირველივე დღიდან, ჩვენ ვფიქრობთ რომ სამართლიანი იქნება მინიმუმ ჩვენ მხარეს დარჩეს “გირჩის”, როგორც ბრენდის სახელი, იმიტომ რომ ჩვენი შექმნილია და მეორე ეს არის “გირჩის” ფეისბუკგვერდი. დანარჩენი სხვა რესურსები, რომელიც ბევრია “გირჩში“, შეიძლება დარჩეს იმ ადამიანებს. ერთად დარჩენას გამოვრიცხავ, მოლაპარაკებების ვადები და რაღაცები ამოიწურა, მაგის რესურსი აღარ არსებობს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ “კურიერთან”.

შეგახსენებთ, “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქზე “გირჩის ბაბლში” პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი და თანაპარტიელების გზები გაიყო და აღარ აპირებს მათთან ერთად გირჩის კეთებას. სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ზურაბ ჯაფარიძე: სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გაკეთებული განცხადების შემდეგ, გირჩის წევრმა ტორესა მოსიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “გირჩს” ტოვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად