ზურაბ ჯაფარიძე სალომე სამადაშვილს: არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი

“გირჩის”ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს სალომე სამადაშვილს გამოეხმაურა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ ტვ„ ფორმულასთან” განაცხადა, მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების ხმები და ბოდიშის მოხდას არ აპირებს. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შეურაცხყოფა მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო, როდესაც მან ოპოზიციური პარტიები “პარტიუკებად” მოიხსენია.

“სალომე სამადაშვილმა საკითხი დააყენა ასე, რომ მე სიმართლის საუბარს უნდა დავანებო თავი თუ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ხმების მიღება მინდა. ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები. არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, არაფერზე მაქვს ბოდიში მოსახდელი. თუ რამე შეიძლება თავდასხმად შეფასდეს, იყო სააკაშვილის მიმართვის ტონი, სადაც ჩვენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოგვიხსენიებდა, როგორც პარტიუკებს და პოლიტიკანებს. შეურაცხმყოფელი ეს იყო”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდა, პირადად მიმართოს ენმ-ის ამომრჩეველს და უთხრას, რომ მათი აზრი გირჩის ლიდერისთვის მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ერთიანი “ნაციონალური მოძრაობა” არა პარტიის რომელიმე ლიდერი, არამედ მათი ასობით ათასი მხარდამჭერია და ჯაფარიძემ შეცდომა დაუშვა, როდესაც თქვა, რომ მათი აზრი საინტერესო არაა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად