ზურაბ ჯაფარიძე: საარჩევნოდ პოლიტიკური ველის მოსუფთავება ხდება

“მოლოდინი არ მაქვს ოპტიმისტური”-ამის შესახებ, „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მელიას საქმე ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.

“გაგრძელებაა ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის. გაგრძელებაა იმისა, რომ ხდება საარჩევნოდ მოსუფთავება პოლიტიკური ველის, ასე აფასებენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც.

მოლოდინი არ მაქვს ოპტიმისტური, დიდი შანსია ნიკა მელია დააკავონ. ამის ალბათობა არის მაღალი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მელიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაასაჩივრა. 10 მარტს გახდება ცნობილი მიუსჯიან თუ არა მელიას პატიმრობას „ქართუ ბანკის“ საქმეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად